შეთავაზება აჭარაში მცხოვრები მოსახლეობისთვის

2017-06-22 00:25ნახვა: 1623

აგრო საკონსულტაციო ცენტრის მომსახურების შეთავაზება აჭარის მოსახლეობას



საკონსულტაციო მომსახურება ძირითადად მოიცავს ჩანდლერის ჯიშის კაკლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ბენეფიციართათვის, მათთვის, ვინც მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო პროექტებში და გააშენა ჩანდლერის ჯიშის კაკლის ინტენსიური ბაღი.

საკონსულტაციო მომსახურების პაკეტი მოიცავს:

  • ნიადაგის აგროქიმიურ ანალიზს
  • გაშენებულ ინტენსიურ ბაღში ვიზიტს მინიმუმ ორჯერ და ადგილზე რეკომენდაციების გაცემას
  • აგროკალენდრის შემუშავებას თითოეული ბენეფიციარისთვის (მიკროკლიმატის, ნიადაგის სტრუქტურის, წყლის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით)
  • Online მომსახურებას (სატელეფონო, ჩვენი პლათფორმების მეშვეობით)
  • სარეკომენდაციო ხასიათის პაკეტების (ბროშურები, საინფორმაციო ბარათები) შემუშავებას და მიწოდებას
  • რაიონების მიხედვით განხორციელდება შეხვედრების დაგეგმვა და მასტეკლასების ჩატარება (წელიწადში 2-ჯერ)

აღნიშნული მომსახურება შემუშავებულია პროექტის ,,AGROSHARE”-ს ფარგლებში და ნაცვლად 350 ლარისა მისი ღირებულება იქნება 245 ლარი.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

577 48 48 17 - მარკეტინგის მენეჯერი

599 15 02 20 - დირექტორი