იყიდება ,,პატრიცია"-ს ჯიშის ჟოლოს ნერგები

2017-06-15 16:31ნახვა: 2214

ჯიში: პატრიცია


ფასი:1.5 - 2 ლარი


რემონტატული: 1.5 - 2 ლარი


მოკლე დღის: 1.5 ლარი




დამატებითი ინფორმაცია:

ჟოლო ერთ-ერთი ძირითადი კენკროვანი კულტურაა. მისი ნაყოფი შეიცავს 11% შაქრებს (გლუკოზა,ფრუქტოზა, პენტოზები), 1-2%ორგანულ (ლიმონის, ვაშლის, ღვინის,  სალიცილის) მჟავებს, 0,3% -მდე მთრიმლავ ნივთიერებას  და A,B,C ვიტამინებს.
მრავლდება როგორც ამონაყარებით,ისე გადაწვენით. ირგვება ბუჩქებად ან მწკრივებად მავთულის საყრდენზე.
მცენარეთა შორის მანძილი უნდა იყოს 30-50 სმ, რიგთაშორისები  2- 2,5 მეტრი.

თუ ბუჩქებად ვაშენებთ, მათ შორის მანძილი 80-100 სმ უნდა იყოს. ბუჩქში 8-10 ყველაზე ძლიერი ამონაყარი დატოვეთ.
წინა წლის ყლორტები, რომლლებმაც ნაყოფი უკვე გამოიღო, მოჭერით ძირში და დატოვეთ ახალი ამონაყარები.  
თუ მავთულზე ამაგრებთ, წააჭერით გაწვრილებული წვერები და მიაბით მავთულზე. ბუჩქებს შუა ჩაურჭეთ მსხვილი სარი  და იმაზე მიამაგრეთ ყლორტები.  გასხალით იმავე პრინციპით, როგორც მავთულზე აკრული.
ირგვება შემოდგომაზე და გაზაფხულზე. ახალგადარგული ნერგები გასხალით  3-5 კვირტზე იმის მიხედვით, თუ  როგორი სიძლიერისაა ნერგები.
ჟოლოსთვის საუკეთესოდ ითვლება მსუბუქი, ნეშომპალით მდიდარი, საკმარისი ტენის შემცველი ნიადაგი. 
დაჩრდილვას ვერ იტანს, შესაბამისად კარგ მოსავალს იძლევა კარგი განათების პირობებში.

ჟოლოს ნაყოფი და ფოთოლი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოიყენება ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის დროს.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელეფონი:
   +995599150220 - ცენტრის დირექტორი
  +995577484817-მარკეტინგის მენეჯერი