იყიდება მარწყვის ნერგები

2017-06-15 16:06ნახვა: 2176

ჯიში: სან ანდრიასი, ფესტივალი, ვიქტორია, ალბიონი


ფასი: 1.30 - 1.5 ლარი


რემონტატული: 1.30 - 1.5 ლარი


დამატებითი ინფორმაცია:

კენკროვან კულტურათა შორის მარწყვი მსოფლიოში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კენკროვანი კულტურაა. მისი გემრიელი და არომატული ნაყოფი გამოირჩევა ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით. იგი მდიდარია ვიტამინებით, ორგანული მჟავეებით, ნახშირწყლებითა და მინერალური ნივთიერებებით. მარწყვის ნაყოფი ანტიოქსიდანტური თვისებებითაც გამოირჩევა.შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C), ვიტამინ K-ს, ვიტამინ B6-ს,ფოლის მჟავას, მაგნიუმს და შაქრებს.
მარწყვი ტენის, სითბოსა და სინათლისმოყვარული მცენარეა. იგი კარგად ვითარდება, როცა ნიადაგში pH-ის მაჩვენებელი 5,8-6,5 ფარგლებშია. თუმცა იტანს ტუტუსკენ გადახრილ ნიადაგებზე მოყვანას. იგი კარგად ვითარდება ნოყიერ და მსუბუქ, ფხვიერ ნიადაგზე. მოსავალს იძლევა დარგვიდან პირველსავე წელს, ხოლო მეორე მესამე წელს მისი მოსავალი ჰექტარზე 12-18 ტ/ჰა-საღწევს.
პროგრესული ტექნოლოიების გამოყენებისას მოსავლიანობა შესაძლებელია 30-40 ტონამდეც გაიზარდოს. მარწყვის პლანტაცია კარგ მოსავალს იძლევა 3-4 წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ საჭიროა ახალი ნერგების ახლად გაშენება. მცენარეს გააჩნია დატოტვილი ფესვთა სისტემა, რომელიც ძირითადად ნიადაგის ზედა ფენაშია განვითარებული. ამიტომ ნერგების დარგვის დროს ფესვის ყელი უნდა იყოს ნიადაგის ზედაპირის პარალელურად. მარწყვი ცუდად იტანს, როგორც ღრმა, ასევე ზედაპირულ დარგვას. მარწყვის გაშენება დაუშვებელია იმ ადგილებში, სადაც წინა წლებშიპომიდორი და კარტოფილი მოჰყავდათ, ვერტიცილიოზის და ფესვის სიდამპლის გაჩენის დიდი ალბათობის გამო.
დარგვისას ნაკვეთის მომზადება იწყება ნახევარი-ერთი წლით ადრე. ნიადაგს ხნავენ 25-30 სმ-ის სიღრმეზე და ფარცხავენ როტაციული კულტივატორებით.ეს ოპერაცია ისე უნდა ჩავატაროთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი, კარგად გაფხვიერე-ბულ ნიადაგი, რომელსაც არ ექნება ქერქი.

მარწყვის თანამედროვე პლანტაციებში ყველაზე მეტად მიღებულია მარწყვის დარგვა შემაღლებულ ბაზო-კვალზე.
მცენარეები ირგვება ერთ ანორ რიგად ერთშემაღლებულ კვალზე. კვლის სასურველი ზომებია: სიმაღლე 20-30 სმ,სიგანე 35-50 სმ, კვლების შუაწერტილიდან დაშორება 1,1-1,3 მეტრი,
ორმწკრივიანი სისტემის შემთხვევაში მცენარეებსშორის მანძილი შეადგენს 25-30 სმ, ხოლო მწკრივებს შორის მანძილი 15-20 სმ. მცენა-რეების დარგვა ამ დროს ჭადრაკული წესით ხდება. ერთ მწკრივიან რიგში მცენარეებსშორის მანძილი შეადგენს 15-20 სმ-ს საშუალოდ ერთ გრძივ მეტრზე ირგვება 5-7მცენარე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელეფონი:
   +995599150220 - ცენტრის დირექტორი
   +995577484817 - მარკეტინგის მენეჯერი