ჩანდლერის ჯიშის კაკლის ბაღის გაშენება

2018-10-17 12:53ნახვა: 30164

ნერგების კომპონენტი


ფასი: 16ლარი - 18 ლარი


ერთწლიანი ნამყენი: 16 ლარი


ორწლიანი ნამყენი: 18 ლარი


დასაჯავშნად, გთხოვთ შეავსოთ ფორმა აქ


იხილეთ საკალკულაციო გეგმა 

ფასში გათვალისწინებულია მიწოდების სერვისი (რაოდენობის გათვალისწინებით), ასევე, სრული და ამომწურავი საკონსულტაციო მომსახურება (online).


დამატებითი ინფორმაცია:

"ჩანდლერი" ამერიკული წარმოშობის ჯიშია, კალიფორნიაში ძირითად წამყვან ჯიშად ითვლება.
მცენარე საშუალო ზრდისაა, ახასიათებს ზემოთ მიმართული ვარჯი. ნამყენი მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მე-3 წელს. ყვავილობის ტიპი პროტერანდრიულია, მსხმოიარობა - ლატერალური. სრულ მსხმოიარობას აღწევს დარგვიდან 8 წელში. მოსავლიანობა: 9-10 ტ/ჰა

ნაყოფები მოგრძო-ელიფსურია, დიდი ზომის (34X36 მმ), მასა 12,8-13,9 გრამი, კარგი სასაქონლო თვისებების. ნაჭუჭი თხელია, ადვილად მტვრევადი, ოდნავ დანაოჭებული. ნიგოზი თეთრია, მთლიანად ავსებს ნაჭუჭის ღრუს, გამოდის მთლიანად ან ნახევრებად, გემო - ნახევრად მოტკბო, გამოსავლიანობა 49-54%, ცხიმიანობა 64%.
ნერგები არის ერთწლიანი ნამყენები: 0,5მ და 0,8 მ-დე სიმაღლის, ორწლიანი ნამყენები - 1,2-1,5 მ. ბაღის გაშენება ხდება 5X6 ან 6X6 მეტრი კვების არეზე. 1 ჰა-ზე დაირგვება 330 – 277 ძირი.

ჩანდლერის ერთ-ერთი საუკეთესო დამამტვერიანებელია ფრანკეტი. იგი წარმოადგენს შესანიშნავი გემური თვისებების მქონე ფრანგული ჯიშის კაკალს, რომელიც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ფართოდ გავრცელდა ევროპაში და გამოიყენება როგორც უხვმოსავლიან, ასევე დამამტვერიანებელ ჯიშად. ჩვეულებრივ ბაღებში რგავენ ჩანდლერის ჯიშის 9-10 კაკლის ნერგთან ფრანკეტის ჯიშის კაკლის ერთ ნერგს. შედეგად მაღლდება როგორც მოსავლიანობა, ასევე კაკლის ხარისხი.



დარგვა და შესაბამისი მომსახურება:


1. დარგვა - 1 ნერგის აგროწესით დარგვის ღირებულება  -1 ლარი


ვარჯის გასხვლა-ფორმირება

1. ვარჯის გასხვლა აგროწესის დაცვით - 1 ლარი