აგრო საკონსულტაციო ცენტრის მომსახურება

2018-07-25 19:50ნახვა: 5195

მოგესალმებით!

ჩვენი ცენტრის წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოვირჩეოდეთ ისეთი ნიშან-თვისებებით, რომელიც მორგებული იქნება თქვენს ინტერესებზე.

დღესდღეობით, ქართულ რეალობაში არსებობს სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც აგრარული მიმართულებით ახდენენ კონსულტირებას, მაგრამ მათი სერვისით კმაყოფილებას სულ უფრო და უფრო ნაკლები ფერმერი გამოხატავს. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი გამოცდილება ამ სფეროში ამ მიმართულებით გამოგვეყენებინა. შევქმენით აგრარულ საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფი.

ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია, მოქნილ ვადებში თქვენივე უნარებისა და შესაძლებლობების ამაღლება, რათა გაუმჯობესდეს თქვენი მოსავლის პროდუქტიულობა და კონკურენტუნარიანობა.

აგრო საკონსულტაციო ცენტრი გთავაზობთ:


  • 1  ერთ წლიანი საკონსულტაციო პაკეტი, რომელიც გულისხმობს სატელეფონო და ონლაინ რეჟიმში რჩევების მიწოდებას ბენეფიციარებისთვის. ასევე, წლის განმავლობაში გაშენებულ ინტენსიურ ან ნახევრად ინტენსიურ ბაღში 1-ჯერ ვიზიტი და ადგილზე რეკომენდაციების გაწევა.

  • 2  ნიადაგის აგროქიმიური ანალიზი და დასკვნა

  • 3  გაშენებულ ინტენსიურ ბაღებში ვარჯის გასხვლა-ფორმირება

  • 4  შხამ-ქიმიკატები - მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები

  • 5 აგრო საკონსულტაციო ცენტრის მფლობელობაში არსებული სანერგე მეურნეობებიდან თქვენთვის სასურველი ნერგების მიწოდება

  • 6  აგრო კალენდრის მომზადება თქვენთვის საინტერესო კულტურაზე

  • 7  საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება
  • 8  ფერმერთათვის ტრენინგ-სემინარები აგრარული მიმართულებით