ფერნეტეს ჯიშის კაკალი - Fernette Walnut

2018-08-26 14:30ნახვა: 944

კაკალი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და ფართოდ გავრცელებული კაკლოვანი კულტურაა, რომლის ათობით ჯიშია მსოფლიოში ცნობილი. 1978 წლიდან  ერთ-ერთი ასეთი ჯიშია ფერნეტეს ფრანგული წარმოშობის კაკალი.

ფერნეტეს ფრანგული ჯიშის კაკალი  <<ლარას>> და <<ფრანკეტის>>  ჰიბრიდია, რომელიც გვიან ყვავილობით და უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. საშუალო ზრდისაა და ახასიათებს ზემოთ მიმართული ვარჯი. აღნიშნული კაკლის დარგვა შესაძლებელია ზღვის დონიდან 1200-1700 მეტრომდე. 

კაკალი თხეილი ნაჭუჭით და თეთრი შიგთავსით ხასიათდება , რომელსაც შესანიშნავი არომატი აქვს.  ამ კაკლით დაინტერესებულია  საბერძნეთი, ბულგარეთი, უკრაინა, ინგლისი, გერმანია, სერბეთი და უნგრეთი. აღნიშნული ქვეყნები ფერნეტის კაკლის დიდი ექსპორტით გამოირჩევიან.

 
ფერნეტე გამოირჩევა ლატერალური მსხმოიარობის ტიპით და ნაყოფის მაღალი ხარისხით. მისი დარგვა რეკომენდირებულია კონტინენტური კლიმატის ზონაში, ზღვის დონიდან 1200-1700 მეტრომდე. კაკლის ყვავილობის პერიოდი ძალიან მოკლეა: 28 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით, ხოლო ნაყოფი (მოსავლიანობა) 15 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით. 

საკვები არე : 7x6 


მახასიათებლები:

წარმოშობა: საფრანგეთი
ნაყოფის ზომა:40-41 მმ.
ნაყოფის წონა: 11,4გრ.
ნიგოზის წონა: 5.5 გრ.
ნიგოზის ფერი: თეთრი
დამამტვერიანებელი ჯიში: ფერნორი (ფერნორის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ)