ფრანკეტის ჯიშის კაკალი (Franquette)

2018-08-20 00:13ნახვა: 1422




ფრანკეტი ფრანგული წარმოშობის კაკლის ჯიშია, რომელიც ძირითადად გამოიყენება სხვა ჯიშის კაკლის ინტენსიური ბაღების დამამტვერიანებელ საშუალებად, მაგრამ რიგ ქვეყნებში გვხდება ფრანკეტის ჯიშის კაკლის ინტენსიური ბაღები (საფრანგეთი). 

აღნიშნული ჯიში უხვმოსავლიანობით გამოირჩევა, პირველი მოსავალი დარგვიდან 4 წელში შეგვიძლია ავიღოთ და საშუალოდ 45 კგ მოსავლის მიღებას შევძლებთ 7-8 წელში. 

ფრაკეტის კაკლის სიცოცხლის უნარიანობა განისაზღვრება 30 წლით. მცენარე ყინვა და გვალვა გამძლეა, რაც გამოიარჩევს სხვა ჯიშებისგან.

მახასიათებლები:

წარმოშობა: საფრანგეთი
ნაყოფის ზომა: 42-43 მმ.
ნაყოფის წონა: 11,5 გრ.
ნიგოზის წონა: 5,5 გრ.
ნიგოზის ფერი: თეთრი
დამამტვერიანებელი ჯიში: ჩანდლერი, პედრო

გაშენება ხდება ზღვის დონიდან 1200 მ-მდე.

ყვავილობას იწყებს 12 აპრილიდან 20 აპრილამდე, რაც მნიშვნელოვან გარემოეას წარმოადგენს იმ რეგიონებისთვის, სადაც ხშირია ადრე საგაზაფხულო წაყინვები. 

სიმწიფის ფაზა: 5-25 ოქტომბერი

საკვები არე: 7X7 მ; 7X8 მ

ბიუჯეტი: ფრანკეტის ჯიშის კაკლის ბაღის გასაშენებლად 1 ჰექტარზე საჭიროებს დაახლოებით 5 000 ლარის ინვესტირებას (ფასში არ არის გათვალისინებული მიწის შესყიდვის და წვეთობრივი მორწყვის სისტემის შეძენა-მონტაჟის ხარჯი)



მომზადებულია აგრო საკონსულტაციო ცენტრის მიერ