ლოკოკინის უარყოფითი გავლენა კაკლის ბაღის განვითარებაზე

2018-07-31 00:18ნახვა: 707

ლოკოკინები ძალიან ბევრ პრობლემას უქმნიან უქმნიან მცენარეებს, მათ შორის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მცენარეებს, იკვებებიან რა მწვანე მასით. მათ წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა, თუმცა არსებობენ ისეთი მექანიკური მეთოდები, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია საგრძნობლად შევამციროთ მათი რაოდენობა და აქედან გამომდინარე უარყოფითი შედეგები.

ლოკოკინების უმრავლესობა ჰერმაფროდიტია. ისინი ფეხებით მჭიდროდ ეკვრიან ერთმანეთს და ხდება სპერმატოფორების გაცვლა. შემდეგ განაყოფიერებული ლოკოკინები ნიადაგის ჩაღრმავებებში, მცენარეთა ძირებში, ჩამოცვენილ ფოთლებქვეშ დებენ 30-60 კვერცხს, საიდანაც სამი კვირის შემდეგ გამოდის ახალი თაობა, რომელიც მხოლოდ ზომებით განსხვავდება ზრდასრულისაგან.

ზამთრობს ძირითადად კვერცხის სახით ნიადაგის კოშტებქვეშ. ეს ცხოველი კარგად უძლებს ზამთრის სიცივეს. მას შეუძლია დიდ ყინვებს გაუძლოს და ყინულში ჩაყინული მიეცეს ზამთრის ძილს.

ლოკოკინა ბაღის სანიტრის როლს ასრულებს, მაგრამ მისი მავნეობა ბევრად სჭარბობს მისგან გამოწვეულ სიკეთეს, რადგან ის აზიანებს ხეებს, ბუჩქებს, ვენახს, ბოსტანეულს, ბაღჩეულსა და დეკორატიულ მცენარეებს, იკვებება რა მათი ფოთლებით, ნორჩი ყლორტებით, კვირტებითა და ყვავილებით.

გარდა ამისა ლოკოკინები არიან უძიმესი დაავადებების შისტოსომოზისა და ოპისტორქოზის გადამტანები, თუმცა საქართველოში ეს დაავადებები ჯერ არ დაფიქსირებულა.







ქიმიური საშუალებებიდან გამოიყენება:

  • მეთალდეჰიდი- საწარმოო დასახელებით მეტადექს პელეტი, გრაზა, მეტა ან სხვა. ამ პრეპარატის გრანულები უნდა განლაგდეს შემდეგი პროპორციით: 40 გრ. პრეპარატი ყოველ 10 კვადრატულ მეტრზე. ეს მასა უნდა განაწილდეს ყოველ 10-15 სმ-ზე ერთმანეთისაგან.
  • წვრილად დაფქვილი რკინის ძაღა (რკინის შაბიამანი) შერეული ქვიშასთან ან ჩამქრალ კირთან. ეს ნარევი უნდა მოიყაროს საღამოს ან ნესტიან დღეს ნიადაგზე. შეიძლება გაიჭიმოს ნიადაგზე შაბიამანში დასველებული თოკები ან დალაგდეს რიგთაშორისებში ამ ხსნარში დასველებული ძველი ნაჭრის ნახევები ან ბამბის ფითილები;
  • რიგთაშორისებზე მოეფრქვიოს სუპერფოსფატი ან ჩამქრალი კირი 2-ჯერ 15 წუთის გამოშვებით, ზედიზედ 2 დღის მანძილზე ამ პროცედურის განმეორებით მნიშვნელოვნად შემცირდება ან მოისპობა ლოკოკინები.

ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია აგროტექნიკური ღონისძიებების დროული ჩატარება: ნიადაგის გაფხვიერება მთელი სეზონის მანძილზე, მცენარეული ნარჩენების გატანა და განადგურება, რიგთაშორისებში სარეველების დროული მოსპობა.

წყარო