კაკლის სოკოვანი დაავადება - მიკროსტრომა

2018-07-23 11:22ნახვა: 1169

გამომწვევი სოკო – Microstroma juglandis 


დაავადების გავრცელების პირობები - ტემპერატურა: 20-30°C  და ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 70%-ზე მეტი.



სიმპტომები. დაავადებულ ფოთლებზე ვითარდება მოყვითალო- ღია ნაცრისფერი  ლაქები. ამავე დროს, ლაქის ქვედა მხარეს ფორმირდება მოთეთრო-მონაცრისფრო ფიფქები (ნაცრისმაგვარი), ხოლო, ყლორტებსა და ნაყოფებზე ჩნდება კუბიკური, კუთხოვანი ფორმის მქონე, ღია ფერის ლაქები.



გავრცელების დრო: გაზაფხული, ზაფხული, ადრეული შემოდგომა.




ბრძოლა და პრევენცია - დაზიანებული ტოტების მოჭრა და გამოტანა ბაღიდან. ნაკვეთების რეგულარული გაწმენდა სარეველებისგან.

კონტროლი. ადრე გაზაფხულზე საჭიროა ხეების  დამუშავება ბორდოს ხსნარით. ხოლო ვეგეტაციის პერიოდში კი გამოიყენება სპილენძის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტის მქონე  მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ფუნგიციდები (კუპროქსატი, კოსაიდი და სხვა)



პრეპარატების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.traktor.ge