კაკლის დაავადება - Ophiognomonia leptostyla

2018-07-21 19:55ნახვა: 1915


კაკლის სოკოვანი დაავადება, რომელიც გამოწვეულია უხვი ნალექით და რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს კაკლის ინტენსიური ბაღის განვითარებას.ასევე, აღნიშნულ სოკოვან დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს კაკლის ნაადრევი ვეგეტაციის დასრულება და ზეგავლენის მოხდება ნაყოფიერებაზე.


გარეგანი დახასიათება - კაკლის ფოთლის ლაქიანობა


სამეცნიორო დასახელება - Ophiognomonia leptostyla




სიმპტომები - პირველ ეტაპზე კაკლის ფოთლებზე ჩნდება ყავისფერი შეფერილობის ლაქები, რომლებიც საკმაოდ სწრაფად იზრდება (საშუალოდ 12-13 საათში), რაც მეტწილად გამომდინარეობს კაკლის ხის (ნერგის) საკვებ არეში - ირგვლივ არსებული მომატებული ნიადაგის ტენიანობით. მსხმოიარობის პერიოდში აღნიშნული დაავადება ვლინდება აგრეთვე ნაყოფში, რომელსაც მთლიანად ან ნაწიობრივ აზიანებს.



გამომწვევი - სოკო



დრო, დაავადების პერიოდი - ზაფხული, ხშირი ატმოსფერული ნალექები და ცხელი ამინდების ინტენსიური ცვლა.



კონტროლი - დაავადების სიმპტომების აღმოჩენისთანავე (განსაკუთრებით ახალგაზრდა მცენარეებში), აუცილებელია დაზიანებული ფოთლები მოვაშოროთ მცენარეს და გავიტანოთ ინტენსიური ბაღიდან. აუცილებელია მცენარეების შეწამვლა სპილენძოვანი პრეპარატით და საკვები არის გამდიდრება კომბინირებული სასუქით (NPK, გროგრინი და სხვა).



პრევენცია - ამ მიზნით უნდა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები: სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემების მოწყობა, სწორი ირიგაცია, მცენარეების ირგვლივ სარეველებისგან გათავისუფლება.