

რა თქმა უნდა, თქვენს მამულში დეკორატიული კუთხეც გექნებათ და, თუ არ გაქვთ ახლავე მოაწყვეთ. ამით კარ-მიდამოსაც გაალამაზებთ და ცხოვრებასაც.
ბალახოვანი ყვავილებიდან აგრო საკონსულტაციო ცენტრი გირჩევთ ულამაზესი ხმალა დარგოთ, რომლის მრავალი ჯიში არსებობს და, სურვილისამებრ შეგიძლიათ შეარჩიოთ.
გაშენებით კი ის ასე გააშენეთ:
წინასწარ დამუშავებულ ნიადაგში გააკეთეთ კვლები, რომელთა შორის მანძილი - 1მ, ხოლო მცენარეთა შორის მანძილი 50 ან 70 სმ უნდა იყოს. დარგვამდე გააბით კანაფი, მონიშნეთ ადგილები და ჩარგეთ ბოლქვები 6-8 სმ სიღრმეზე, შეიძლება 8-10 სმ-ზეც (მსუბუქ ნიადაგში). ბოლქვები მჭიდროდ დასვით ნიადაგზე და მიაყარეთ მიწა.
ვეგეტაციის პერიოდში, 10 დღეში ერთხელ გაუფხვიერეთ ნიადაგი, საჭიროების მიხედვით მორწყეთ.
მასობრივი აღმოცენების პერიოდში მცენარეს შემოაყარეტ მიწა 6-8 სმ-ზე ისე, რომ ფოთლის იღლიებში მიწა არ ჩავიდეს. დაყვავილებული ყვავილები მოაცალეთ, რაც ხელს უწყობს ბოლქვების უკეთ განვითარებას.
ზრდა-განვითარების პერიოდში ნარგავებს მინერალური სასუქებით კვებავენ. პირველად 3-4 ფოთლის განვითარებისთანავე, მეორე- როცა 5-6 ფოთოლი განუვითარდება და მესამე-ყვავილობის წინ.
გამოკვება შეიძლება მშრალი და სველი წესით.
მშრალი წესით გამოკვებისას სასუქი შეაქვთ რიგთაშორისებში 6-8 სმ სიღრმეზე.
სველი წესით გამოკვებისას სასუქი იხსნება წყალში- 10 ლ წყალზე 30-40 გ ამიაკის გვარჯილა და 15-20 გ კალიუმის ქლორიდი.
გვიან შემოდგომით, ყინვების დაწყებამდე, ბოლქვებს თხრიან, ასუფთავებენ, მზეზე აშრობენ და ინახავენ მშრალ ადგილას.
მომზადებულია აგრო საკონსულტაციო ცენტრის მიერ
მასალის გამოყენების პირობები