სად და როგორ ვიყიდოთ მრავალწლოვანი მცენარეები- პრაქტიკული რჩევები AGROSHARE-ისგან

2017-06-22 23:04ნახვა: 2526

ბაღში მრავალწლოვან მცენარეებს საკმაოდ ადრე რგავენ.ისინი დიდ სამსახურს გვიწევენ: ახალისებენ ყვავილებს და უფრო მეტიც, ავსებენ მიწის ნაკვეთს.


ვინაიდან მრავალწლიანი მცენარეების გახარებას დიდი დრო სჭირდება იყიდეთ დიდი ქოთნით.
ასეთი მცენარეებია: ჩინური პეონი, ისლი, ბაპტიზია. ასევე შეგიძლიათ იყიდოთ აყვავილებული ყველა ის მცენარე, რომელთა ფერთა გამა საკმაოდ ფართოა. აყვავებამდე შეგიძლიათ იყიდოთ ზამბახი, ყვითელი შროშანი, ასტრა, ნემსიწვერა...


შეარჩიეთ ზუსტი დრო მათ გასაშენებლად
მცენარის ტიპი:გაზაფხულის პირველი მცენარეები  იყიდეთ პატარა ქოთნით ან მთელი კონტეინერით. მაგალითად: არაბულა, ობრიეტა...
როდის:იანვრიდან მარტ-აპრილამდე
შენიშვნები: პირველ მრავალწლოვნებს ცოტათი ხელის წავლება სჭირდება ყვავილობის დასაჩქარებლად.


მცენარის ტიპი: სეზონის მრავალწლოვნები, აყვავებული კონტეინერებით
როდის: ყვავილობის ჟამს
შენიშვნა: ეს კარგი დროა იმისთვის, რომ გაიგოთ ყვავილის ფერი. ასევე, შეგიძლიათ მაშინვე გადარგოთ ბაღში.


მცენარის ტიპი: მრავალწლოვნები დაყოვნებით
როდის: შემოდგომის დადგომისთანაავე
შენიშვნები: ენდეთ ეტიკეტს. ასევე იცოდეთ, თუ მათი დრო არ არის, ისინი კარგად ვერ გამოიყურებიან.მაგრამ, ეს კარგი დროა იმისთვის, რომ მცენარეები კონტეინერიდან დაანაწილოთ


მცენარის ტიპი: შიშველფესვიანი მრავალწლოვანები
როდის: ნოემბრიდან მარტამდე
შენიშვნები: ამ დროს ფასები ყოველთვის კონკურენტუნარიანია


მცენარის ტიპი: მცირებელტიანი მრავალწლოვანები
როდის: მეტწილად სექტემბერ -ოქტომბერში და მარტ-აპრილში
შენიშვნა: მათი დარგვა მიზანშეწოლილია დიდ ფართობზე


რა ფორმით შეიძლება მცენარის ყიდვა?
ქოთანი-ამ მხრივ ეს ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მისი მთავარი უპირატესობა ფასია. უარყოფითი მხარე კი იმაში მდგომარეობს, რომ პირველ წელიწადს ნაკლებ ყვავილს იძლევა. 
კალათი-კონტეინერში ჩალაგებული ქოთნების მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაშ, რომ აქ ფასი კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანია. მისი ყიდვა მიზანშეწოლილია მაშინ, როდესაც გვინდა ბევრი ერთგვაროვანი მცენარის დარგვა. უარყოფითი მხარე-პირველ წელს ვერ ძლებს მოვლის გარეშე.
შიშველი ფესვები: შემოდგომისას მცენარეებს შიშველფესვიანებად გიყიდან. ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ფესვები არ იყოს გამომშრალი ან დამპალი. მისი უპირატესოაა- ხელმისაწვდომია ფასი, იოლია მისი ტრანსპორტიერება.უარყოფითი მხარე- შეზღუდულია არჩევანი.
მებაღეობის დიდი ენციკლოპედია-დამხმარე მასალა


მასალა მომზადებულია აგრო საკონსულტაციო ცენტრის მიერ
მასალის გამოყენების პირობები