ბრენდინგი მარტივად

2018-02-25 18:54ნახვა: 546

ბრენდინგი ყოველთვის ცხელი თემა იყო, თუმცა, დღევანდელ კონკურენტულ ბიზნესსამყაროში ამ თემის აქტუალურობა კიდევ უფრო გაიზარდა. როდესაც მომხმარებელს ჩვენი ბრენდის სახელი ესმით, დიდი ალბათობით მათი მოგონებები იღვიძებს და ახსენდებთ რას და როგორ ყიდულობენ. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს მოგონებებია ჩვენი ბრენდის საფუძველი. ბრენდინგის შექმნაში დიდ როლს თამაშობს ტელევიზიები, სოციალური ქსელი, რომლის დახმარებითაც ჩვენ, მომავალი ბიზნესლედები ან ბიზნესმენები ვქმნით ჩვენს სახელს. თუ ჩვენი სახელი საზოგადოებისთვის ნაცნობია, მაშინ ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი ბრედნის ბაზისი. ჩემი აზრით, ბრენდის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ერთი პატარა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო: ბრენდული პროდუქტი უფრო მარტივად იყიდება, ვიდრე იგივე პროდუქტი ბრენდის გარეშე. სახელის შექმნა საზოგადოებაში და მარკეტინგულ ცხოვრებაში გზას გვიჭრის წარმატებისკენ. ეს გარდაუვალი მომენტია.

მთავარი საქმე ბრენდინგში რთული გზავნილის მარტივად გადმოცემაა.  ადამიანებს, ჩვენი სახელის გაგონებისას ის შთაბეჭდილებები ამოუტივტივდებათ, რაც ჩვენს მიმართ მათ შეხედულებებს განსაზღვრავს. საზოგადოების შთაბეჭდილებები კონკრეტულ კომპანიასთან (პროდუქტთან) ურთიერთობა ან მათ ვებ-გვერდიზე ვიზიტის შედეგია.  როგორ ვრცელდება ინფორმაცია? ეს ძალიან მარტივია (ერთი შეხედვით): ვიღაცამ ჩვენი პრდუქციის (კონკრეტული კომპანიის) შესახებ უამბო მეორე X პიროვნებას, ვიღაცა X პიროვნებამ ტელევიზიით თვალი მოკრა თვალისმომჭრელ რეკლამას ან სრულიად შემთხვევით ინტერნეტ ვებ-საიტებზე ან სოციალურ ქსელში აღმოაჩინა ინფორმაცია ჩვენი წარმატებების შესახებ. ბრენდინგი ჩვენი საქმიანობის ლამაზად შეფუთვას და საზოგადოებასთან მიწოდებას გვავალდებულებს (!)

მიმაჩნია, რომ კიდევ ერთი ვარიანტი უნდა განვიხილოთ. აი, მაგალითად სრულებით შესაძლებელია, საზოგადოება კარგად გვიცნობდეს ან ბუნდოვანი წარმოდგენა ქონდეს ჩვენი“ბრენდის“ შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა, კარგ შთაბეჭდილებას ვახდენთ ხალხზე თუ არც თუ კარგს. მთავარია, რომ ისინი იცნობენ ჩვენი ბრენდის იმიჯს და გავლენას ახდენენ  მომხმარებლის აზრსა და ქცევებზე.  ჩემი შეხედულებით, ბრენდინგი არის საშუალება (ძალაუფლების საშუალება) დავრწმუნდეთ, რომ მომხმარებლის გონებაში ჩამოყალიბებული ჩვენი ბრენდის იმიჯი სრულად შეესაბამება ბრენდის იმიჯს, რომელიც გვსურს, რომ მომხმარებლებს ჰქონდეს.

ბრენდინგი- ეს არის დაპირებები.

ამ კონკრეტულ ქეისში, ძალიან მნიშვნელოვანია  ნდობის მოპოვება დაპირებებით. ჩვენი დაპირება ნათელს ხდის , ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ და რა განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან სარგებელს ვთავაზობს საზოგადოებას.  ჩვენ ვსრულყოფთ ბრენდს დაპირებების შესრულებით ყოველ ჯერზე, როცა ადამიანებს ჩვენს სახელთან, ბიზნესთან აქვთ შეხება. მნიშვნელობა არ აქვს ეს ჩვენი ვებგვერდი იქნება, სოციალური მედია, რეკლამა, საჯარო აქტი, წარმოთქმული სიტყვა,ყიდვა, მომსახურება, ბილინგი, ანაზღაურება თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებები. ვფიქრობს, რომ ყველა სახის ურთიერთობა გავლენას ახდენს თქვენი ბრენდის აღქმაზე და საზოგადოების ქცევაზე (აქტზე). რაც უფრო გავამყარებთ ჩვენს ძალაუფლებებს კომუნიკაციის კუთხით, მით უფრო მომგებიანი იქნება ჩვენი ბაზარი.

ყველაფერს ორი მხარე აქვსო ნათქვამია. ამ შემთხვევაში აუცილებელა განვიხილოთ ნეგატიური მხარეც. აი, მაგალითად თუ ჩვენს მიერ გაცემული დაპირებები  არ სრულდება და ადამიანებს იმედი უცრუვდებათ, ეს ნიშნავს, რომ ვარღვევთ პირობებს და რისკის ქვეშ ვაყენებთ ჩვენს რეპუტაციას.

ჩემი ღრმა რწმენით, ვფიქრობ, რომ ბრენდს ფორმირებას სჭირდება კონცენტრაცია, გატაცება, შეუპოვრობა და შრომისმოყვარეობა. მნიშვნელოვანია ძალისხმევა და ვალდებულების შესრულება. ერთ-ერთი უდიდესი შედეგი ის არის, რომ ძლიერი ბრენდი უზრუნველყოფს პირად და ბიზნეს წარმატებებს.

რომ ბრენდი მომხმარების ნდობასა და ემოციურ მიჯაჭვულობას იწვევს. შედეგად აძლიერებს მომხმარებელს და პროდუქტს შორის ურთიერთობასს, რომელიც გაუძლებს საფასო ომებს, კონკურენტებისგან უკეთეს შემოთავაზებებს და ავლნს იმ იშვიათ ხარვეზებსაც, რაც შეიძლება გაიპაროს პროდუქტსა და მომსახურებაშ.

ნათელია, რომ ძლიერ ბრენდს არა მარტო იცნობენ და ენდობიან, ისინი უყვართ!