მწვანე დამბინძურებელი - მომავლის მავნებელი

2017-09-17 13:55ნახვა: 5590

მავნებელი, რომელიც ცნობილია როგორც მწვანე დამბინძურებელი - Chinavia halaris (SAY)

გავრცელების არეალი მოიცავს როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებს. განსაკუთრებით აზიური ფაროსანას მიერ დასნებოვნებულ მცენარეებზე გრძნობენ თავს კომფორტულად და არანაკლებ ზიანს აყენებენ მცენარის მწვანე მასასა და ნაყოფს. დასავლეთ საქართველოში შეინიშნება გურასა და იმერეთში, ხოლო, ახლოსავლეთ საართველოში თელავსა და ყვარელში.

განსაკუთრებით სავალალო შედეგი შეიძლება გამოიწვიოს კაკლის კულტურაში, რადგან იოდთან მიმართებით არ აქვს გამორჩეული სირთულეები.

მისი განვითარება ზუსტად იმავე ფაზებით ხასიათდება, რაც აზიურ ფაროსაა:

აპრილის ბოლოდან-მაისში იწყებს დამატებით კვებას და კვერცხდებას ფოთლის ქვედა მხარეზე ჯგუფებად. 4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან (მეორე ასაკში მოშავო, ხოლო შემდგომ -მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან), 5 ასაკის გავლის შემდეგ გადაიქცევიან ზრდასრულ მავნებლად - იმაგოებად. ზრდასრული მავნებლის ზომა 12-15 მმ-ია, განიერი, მწვანე, მარმარილოს სურათით - ფეხებზე, მუცლის გვერდებსა და ულვაშებზე მოყვითალო ზოლებით.

მავნებლის საბოლოო ჩამოყალიბებას სჭირდება 35 დღე და იკვებება მცენარის ფოთლით, კვირტით და ნაყოფით, რომელთაგან იღებს წვენს, ტოვებს ლაიანობას და მთლიანად აზიანებს მცენრეს.

მათთან საბრძოლველად გამოიყენება კონტაქტური ტიპის ინტექსიციდები.


მიმდინარე ეტაპზე განხორციელდა აღნიშნულ მავნებლებზე დაკვირვება სხვადასხვა მეთოდით. აუცილებელია შემუშავებული იქნას კომპლექსური გეგმა, რათა სამომავლოდ გამოირიცხოს ამ მავნებლის გავრცელება და შესაბამისი უარყოფითი შედეგები.
















მომზადებულია თომა ხალვაშის მიერ