სოფლის შენებას რა უნდა?!

2018-07-08 10:30ნახვა: 4270


,,რას გვიკეთებს მთავრობა“, ,,ხალხზე არავინ ფიქრობს“, ,,გლეხი კაცისთვის არავინ იცლის“ და სხვა, - ეს გამოთქმები სწორედ იმ გარემოებების გათვალიწინებით გვხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც სახელმწიფოებრივი პილიტიკის არათანმიმდევრულობიდან გამომდინარეობს.

დიახ, მთავრობები უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ ყოველი ადამიანის უფლებები დაცული იყოს, მაგრამ იმის გაცნობიერების განცდაც უნდა გავაჩინოთ, რომ მთავრობები ხალხის არჩევანია და მათკენ კი არ უნდა ვიშვერდეთ ხელს, არამედ ვიზრდებოდეთ ჩვენს არჩევანშიც.

იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მზარდ კმაყოფილებას გამოხატავენ სოფლის მშენებელთა მიმართ იზრდება და ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია. დიახ, სოფლის მშენებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის განვითარებით, თანამდეროვე ტექნოლოგიების დანერგვით, სფეროში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდით. რათქმაუნდა, მეტი წილი ამ შექებებისა კერძო კომპანიებზე მოდის, მაგრამ სოფლის მეურნების სამინისტრო და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციები მნიშვნელოვან სიკეთეებს სთავაზობენ დაინტერესებულ ადამიანებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეთავაზების ეტაპს ვერ სცილდებიან და ამ სიკეთეებს თავადვე მოიხმარენ.

ძალიან მნიშვნელოვანია სახლმწიფომ რაციონალურად გადაანაწილოს ფინანსური რესურსები სხვადასხვა პროგრამის სუბსიდირების დროს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სუბსიდირების ცნება გახდეს მილევადი. კონკურენციის ამაღლების და გაჯანსაღების მიზნით რეინვესტირება განახორციელოს სხვადასხვა სახელმწიფო ბიუჯეტით შექმნილი სიკეთეებისა. ის, რომ დღეს დარგი უფრო მეტად განვითარებულია, ვიდრე რამოდენიმე წლის წინ, ცხადია, მაგრამ ძირითადი ატრიბუტი - კომპლექსურობა, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს სამთავრობო უწყებები, მითუფრო სოფლის მეუნეობის სამნისტრო მეტად გასაჯანსაღებელია.

აჭარის სოფლის მეურნების სამინისტრომ ბოლო წლების განმავლობაში საფუძველი ჩაუყარა ისეთი კულტურის განვითარებას, როგორიც კაკალია. შეიმუშავა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ ფერმერებს თანადაფინანსებით აწვდიდა ამერიკული წარმოშობის კაკლის ნერგებს, მაგრამ შედეგი არსად სჩანს, რადგან ხშირ შემთხვევაში აღნიშნლი ღონისძიება ტარდებოდა არაჯეროვნად, ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ინფორმირებულობის ნაკლებობას, საჯარო მოხელეების მხრიდან უხეშ ჩარევას და პირდაპირ შეიძლება ითქვას - ამ სიკეთეს სტაცებდნენ მოსახლეობას.

2017 წელს სამინისტრომ სპეციალისტებთან კონსულტაციით შეიმუშავა ახალი ქვეპროგრამა (დანერგე მომავალი - აჭარა), რომლის განხორცელებაში ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები შეცდომები დაუშვა, რამაც განაპირობა ამ ქვეპროგრამის არაპროდუქტიულობა და შეიძლება ითქვას - ჩავარდნა.  მნიშვნელოვანია ამ პრობლემათა დროული იდენტიფიცირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, იმისთვის, რომ ყველა ადამიანს გაუჩნდეს განცდა წინსვლის და წარმატების.