

რა გავლენას ახდენს ციფრული მარკეტინგი ბიზნესზე?
ბოლო წლების განმავლობაში ციფრული მარკეტინგის როლი ბიზნესის სფეროში სულ უფრო გაიზარდა. დღეს ნებისმიერი ბრენდისათვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს სოციალური მედიის მწვერვალების დაპყრობა და ციფრულ რელობაში წამყვანი პოზიციების მოპოვება.
იმისათვის რომ აღნიშნულ სფეროში წარმატებულად დაიმკვიდროთ თავი, აუცილებელია რამდენიმე საკითხის სიღრმისეული შესწავლა და ანალიზი.
1.მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა.
როდესაც კომპანიაში მსჯელობა იწყება ციფრული მარკეტინგის განხორციელებაზე, პირველ რიგში ყალიბდება მკაფიო და ნათელი მარკეტინგული სტრატეგია.
მარკეტინგული სტრატეგია საშუალებას იძლევა წინასწარ განისაზღვროს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც შემდგომში გავლენას მოახდენს თქვენი ბრენდის წარმატებაზე.
მაგალითად : მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას განისაზღვრება ვებ-საიტის შექმნისა და განვითარების სტრატეგია, ინტერნეტ რეკლამირების სტრატეგია, ფეისბუქის მართვა და რეკლამირება, კლიენტებთან კონკურენციის სტრატეგია და სხვა...
2.ვებ-გევრდის შექმნა
ძირითადი კონცეფციის ჩამოყალიბებისა და მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრის შემდეგ აუცილებელია თანამედროვე საიტის დამზადება თქვენი საიტი რამდენიმე ნიშნით უნდა გამოირჩეოდეს :
თანამედროვე დროში სოციალური მედიის გარეშე ბიზნესის არსებობა წარმოუდგენელია!!
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს რეკლამა ფეისბუქში. წამყვანი ბრენდები მილიონობით დოლარს ხარჯავენ სარეკლამო კამპანიებსა და პრომოუშენებზე.
რა თქმა უნდა, მსხვილი ბიზნესის გარდა, ფეისბუქ გვერდის შექმნა და მისი სწორად მართვა აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვისაც. ფეისბუქში ეფექტურად განხორციელებული სარეკლამო კამპანიები მომხმარებელთან კომუნიკაციის ყველაზე ეფექტური გზაა!!
ავტორი:მარი ქობლიანიძე