პროექტი - AgroShare

2018-01-14 23:28ნახვა: 2675

აგრო საკონსულტაციო ცენტრის პროექტის ,,AgroShare"-ს ფარგლებში ცენტრის დამფუძვნებელმა -  თომა ხალვაშმა გამართა 200-მდე შეხვედრა აგრომეწარმეებსა და ფერმერებთან მიმდინარე აგროტექნიკურ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ქვეყნის მაშტაბით პროექტით გათვალისწინებული იყო 1000 ფერმერისთვის აგრარული ექსტენციის  შეთავაზება-მიწოდება, რომელიც სრულად შესრულდა. პროექტში ჩართული იყო 1500-მდე ფერმერი, სახელმწიფო უწყებები (ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრი", აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო", საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრები. 


 ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერთათვის სწორი ინფორმაციული დოვლათის შექმნა, მათი სამომავლო საქმიანობისთვის. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის მეორე ფაზის მომზადებითი სამუშაოები, საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობს აღმოსავლეთ საქართველოში გასამართი შეხვედრების გრაფიკის შექმნაზე.