თვითსრულყოფის პროცესს საზღვრები არა აქვს

2017-03-24 00:17ნახვა: 1618

ლოგიკურად ჟღერს, რომ კარგი განათლება, დიდი შრომა და პოზიტიური განწყობა განაპირობებს წარმატებას.
წარმატება მოითხოვს მოქმედების დაწყებას. მოქმედების დაწყებისთვის საჭიროა მიზნის დასახვა და ამ მიზნის მიხედვით საკუთარი ცხოვრების წარმართვა. 
ყოველთვის იპოვით მიზეზს, თუ რატომ არ გაამართლა თქვენმა ბიზნესმა, რატომ გამოგიშვეს სამსახურიდან და ა.შ., მაგრამ ამ მიზეზად არავინ არ აღიქვამს საკუთარ თავს. ხშირად ადამიანები წარუმატებლობის მიზეზებს ეძებენ გარემოში. ამბობენ, რომ არ უმართლებთ და ამ ყველაფერს უიღბლობასთანაც კი აკავშირებენ.რეალურად, ერთადერთი ადამიანი, რომელიც წინ გეღობება და წარუმატებელს გხდის, ხართ თქვენ. 
თუ თვალს გადავავლებთ იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებმაც კარიერა ნულიდან დაიწყეს და უდიდეს შედეგებს მიაღწიეს, დავინახავთ, რომ ისინი არასოდეს იხსნიდნენ პასუხისმგებლობას და მარცხს ცხოვრებას არ აბრალებდნენ, პირიქით, დაბრკოლება მათ ძალას აძლევდა უფრო და უფრო წასულიყვნენ წინ.
„რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიდიხართ წარმატებისკენ, მით უფრო ახლოსაა იგი". ძალიან ბევრი, თავს ანებებს საქმეს მაშინ, როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.
"დაიმახსოვრეთ, ამ ნაბიჯს სხვები გადადგამენ!”

მთავარია დაიმახსოვროთ მარტივი რამ- ყველაფერი შეგიძლიათ შეცვალოთ ისე, როგორც თქვენ გსურთ.

თვითსრულყოფის პროცესს  საზღვრები არა აქვს!

 თუ თქვენ საკუთარ თავს ვერ სცემთ პასუხს, რისკენ მიისწრაფით ცხოვრებაში, წარმატების მიღწევა შეუძლებელია. სწორედ განსაზღვრეთ რა გინდათ და საით ილტვის თვქნი გონება, რისი კეთება გსიამოვნებთ?! აუცილებელია, დაისახო მიზნები და ყველაფერი გააკეთო მათ მისაღწევად. 

დანებება ადვილია, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ასეთი ცხოვრება უინტერესოა და შესაბამისად, არაფერს უნდა მოითხოვდე მისგან.



მკვდარი ზღვის ფსკერიდან ევერესტამდე, იპოვე შენი ბალანსი